კომპანია Rovi-ის შესახებ გავიგე ჩემი ნაცნობისგან და მისი რეკომენდაციით დავიწყე თანამშრომლობა მათთან. მოგეხსენებათ წარმოების ბიზნესი არ არის მარტივი,
მითუმეტეს აღრიცხვის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენი ძალისხმევისა და Rovi-ის თანამედროვე გუნდის დახმარებით შევძელით ის, რომ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო თხილეულის კარაქის წარმოება გვაქვს.
მათ გაითვალისწინეს ბევრი დეტალი, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ვიყავით დამწყები, მოგვარგეს მომსახურების ტარიფი სრულიად ჩვენ და დაგვეხმარნენ ბიზნეს პროცესები საწყის ეტაპზევე გაგვემართა.
მე და ჩემი ბიზნეს პარტნიორი ვაპირებთ,
გარდა აღნიშნული ბიზნესისა, სხვა ბიზნესთან დაკავშირებით სრული ნდობა გამოვუცხადოთ Rovi-ის გუნდს და მივანდოთ ფინანსები სრულად მათ.
დავიდ კიკილაშვილი
Pleasurevibe-ის Owner/CEO ჩვენზე
დააფუძნო კომპანია სხვა ქვეყნიდან, ასევე, მართო ბიზნეს პროცესები და რაც მთავარია ფინანსები, დიდი სირთულე აღმოჩნდა ჩემთვის,
ბევრი მოკვლევის შემდგომ გავიცანი Rovi და მისი გუნდი, თამამად შემიძლია ვთქვა, Rovi არის ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება,
რომელიც ბიზნესმა უნდა მიიღოს და ეს გუნდი არის ის, ვისაც ვანდე ჩემი ფინანსების მართვა მთლიანად. გყავდეს ასეთი სანდო პარტნიორი,
ნამდვილად იშვიათია, იმას თუ გავითვალისწინებთ, თუ როგორ დამეხმარა Rovi საქართველოში დამეწყო ბიზნესი, მიუხედავად იმისა,
რომ ჩემი საქმიანობა არც თუ ისე გავრცელებულ ბიზნეს საქმიანობას განეკუთვნება. ისინი ზრუნავენ ჩემს ბიზნესზე,
მე ამას ვხვდები და სწორედ ამიტომ ვაფასებ მათ. სწორი ბიზნეს სტრატეგია გადის სწორ ბუღალტრულ აღრიცხვაზე და ფინანსურ გადაწყვეტილებებზე,
რაშიც მე მყავს სანდო პარტნიორი.
ომარ ნაკაშიძე
Techno Mall-ისა და Coofix Georgia-ს CEO
დაიწყო ბიზნესი არ არის მარტივი. აუცილებელია ბიზნესის თითოეულ სტადიაზე მიიღო მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რაც ცალსახად,
პირდაპირ არის დაკავშირებული სწორ ბუღალტრულ აღრიცხვასთან, საგადასახადო კანონმდებლობის თავსებადობდობასთან, ასევე, ფინანსურ და ბიზნეს გადაწყვეტილებებთან.
თამამად შემიძლია ვთქვა, Rovi არის საუკეთესო გადაწყვეტილება, როდესაც გინდა კომპანიის წარმატების გზაზე დაყენება, გსურს აღრიცხვიანობა და კანონმდებლობასთან
თავსებადობა იყოს მაღალ დონეზე. ამ გუნთან კომუნიკაცია არის ერთგვარი გამოცდილება და მოტივაცია ვაკეთო ბიზნესი კარგად და არ ვღელავდე ფინანსების მართვაზე.