მე რომ შენი ბუღალტერი ვიყო…

ბიზნესის დამფუძნებლების უმრავლესობა საკუთარ რეალურ ფინანსურ მდგომარეობას თვის 15 რიცხვში იგებს – ზუსტად მაშინ, როცა გადასახადების გადახდის დროა და რაიმეს შეცვლა უკვე დაგვიანებულია.

თუ ბუღალტერია შენთვის მხოლოდ „საგადასახადოში დეკლარაციის გადაგზავნაა“, შენი ბიზნესი მუდმივად უკანა ხედვის სარკით მოძრაობს: ხედავ მხოლოდ იმას, რაც უკვე მოხდა, და არა იმას, რაც წინ გელის.

მე რომ დღეს შენი ბუღალტერი და ფინანსური მრჩეველი ვიყო, ხვალიდანვე ამ 3 ფუნდამენტურ მიდგომას დავნერგავდი:

1. გადასახადებს დავგეგმავდი ტრანზაქციამდე და არა მის შემდეგ

ტრადიციული ბუღალტერია პოსტფაქტუმ მუშაობს – როცა კონტრაქტს მოაწერ ხელს, თანხას გადარიცხავ და მერე ითვლის, რამდენი დაჯდა ეს საგადასახადო თვალსაზრისით.

  • რას გავაკეთებდი: სანამ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებ ან ახალ პარტნიორთან დაიწყებ ოპერაციას, გავაანალიზებდი საგადასახადო მოდელს. კანონის ფარგლებში ოპტიმიზაცია ხდება გარიგებამდე სწორი სტრუქტურის შერჩევით და არა წლის ბოლოს ხარჯების ძებნით.

2. საბანკო ამონაწერის ყურებას ჩავანაცვლებდი რეალური Cash Flow-ით

ყველაზე გავრცელებული შეცდომა ანგარიშზე არსებული ნაშთის მოგებასთან გაიგივებაა. ბიზნესში ხშირად იკვეთება მომგებიანობა, რეალურად კი ფულადი ნაკადების (Cash Flow) კრიზისი აქვს.

  • რასგავაკეთებდი: გავაქრობდი გაუგებარ, ხელით ნაწვალებ ცხრილებს და დავნერგავდი ავტომატიზებულ, გამჭვირვალე რეპორტინგს. ყოველ ორშაბათს ზუსტად გეცოდინებოდა:
    • რა არის შენი რეალური მარჟა თითოეულ პროდუქტზე/მომსახურებაზე;
    • რამდენი გაქვს დებიტორული დავალიანება (ვის რა თანხა მართებს);
    • რამდენ თვეს გაძლებს კომპანია გაუთვალისწინებელი კრიზისის დროს.

3. კანონის მუხლების ციტირების ნაცვლად, ბიზნესის ენაზე გესაუბრებოდი

ბიზნესის მფლობელს არ სჭირდება საგადასახადო კოდექსის მუხლების ზეპირად მოსმენა; მას სჭირდება კონკრეტული გადაწყვეტა: თუ ამ ნაბიჯს გადავდგამ, რა რისკი მაქვს და რა თანხას დავზოგავ?“

  • რას გავაკეთებდი: ბუღალტერიას გადავაქცევდი გადაწყვეტილების მიღების მთავარ ინსტრუმენტად. ფინანსური გუნდი უნდა იყოს არა ბიუროკრატიული ბარიერი, არამედ შენი ბიზნესის პარტნიორი, რომელიც ზრდის შესაძლებლობებს ხედავს ციფრებში.

რატომ არ უნდა დარჩეს ეს მხოლოდ სურვილად?

თანამედროვე ბიზნესში ბუღალტერია აღარ არის მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვა – ეს არის კომპანიის უსაფრთხოების ბალიში და ზრდის მთავარი ძრავა.

როვიში (Rovi) ჩვენ სწორედ ამ ფილოსოფიით ვმუშაობთ: ვათავისუფლებთ დამფუძნებლებს რუტინული ქაოსისგან, ვაწესრიგებთ საგადასახადო არქიტექტურას და ვაწვდით ზუსტ, გასაგებ ციფრებს სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.

გინდა გაიგო, სად კარგავს შენი ბიზნესი ფულს ან დროს დღეს? გაიარე ფინანსური და საგადასახადო დიაგნოსტიკა როვის გუნდთან ერთად და აქციე შენი ციფრები კონკურენტულ უპირატესობად.

  • გადადით ბმულზე და ჩანიშნეთ უფასო საწყისი კონსულტაცია „როვის“ ექსპერტებთან: კალენდრის ბმული
  • ან პირდაპირ დაგვიკავშირდით და ერთად განვიხილოთ თქვენი ბიზნესის შესაძლებლობები:
    •  ტელეფონი: (+995) 591 439 439 ან (+995) 555 53 33 72
    •  ელ–ფოსტა: contact@rovi.ge

იცოდე შენი რიცხვები, მართე ბიზნესი ციფრებით და მიაღწიე წარმატებას „როვისთან“ ერთად!

გაზიარება:

ასევე საინტერესოა