შენი ავტობიზნესის დამალული რიცხვები – სწორი აღრიცხვა, როგორც გზა დაფინანსებისა და ნდობისკენ.
საქართველოში ავტობიზნესი დინამიკური და მაღალბრუნვადი სფეროა, თუმცა მფლობელები ხშირად მხოლოდ გაყიდვების მოცულობასა და „ეზოში მდგარი“ მანქანების რაოდენობას აკვირდებიან. პროფესიონალი ბუღალტერი კი ხედავს იმას, რაც ბიზნესის მფლობელისთვის ხშირად უხილავია – ფინანსურ რისკებს, აქტივების გაუფასურებას და დახურულ კარებს ინვესტორებთან.
ჩვენ, როვი–ში, ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს არა მხოლოდ ციფრების დათვლაში, არამედ მათი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებაში. ქვემოთ მოცემულია ის კრიტიკული საკითხები, რომლებსაც ავტობიზნესის მფლობელები ხშირად ტოვებენ ყურადღების მიღმა:
1. მარაგების რეალური ღირებულებით აღრიცხვა
ავტოდილერისთვის მთავარი აქტივი მარაგია. მფლობელი ხედავს მანქანის შესყიდვის ფასს, თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (ფასს/IFRS) მოითხოვს მარაგების შეფასებას თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს (ნაკლებ დანახარჯებს) შორის უმცირესით.
თუ მარაგი მოძველდა ან ბაზარზე ფასებმა დაიწია, მისი საბალანსო ღირებულება იმაზე მეტია, ვიდრე რეალურად ამოღებადი თანხა.
Rovi's მიდგომაა, ჩვენ ვატარებთ აქტივების გაუფასურების ტესტირებას, რათა თქვენი ფინანსური სურათი იყოს საიმედო და არა „გაბერილი“.
2. საგადასახადო ოპტიმიზაცია, რისკების შემცირება და ბიზნესის ზრდა
ავტობიზნესისთვის არსებობს ეფექტური მექანიზმები, რომელცი ბიზნეს უწყობს ხელს შეამციროს მოსალოდნელი საგადასახადო რისკები, მოახდინოს გადასახადების ოპტიმიზება და თანხის დაზოგვა, ასევე გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეღავათები და არ დაკარგოს ის.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მოგების გადასახადი და სწორი ადმინისტრირება. საქართველოში მოქმედი „ესტონური მოდელით“ მოგება იბეგრება მხოლოდ მისი განაწილებისას. სწორი დაგეგმარებით, შეგიძლიათ მოგება ბიზნესის განვითარებაში რეინვესტირდეს გადასახადის გარეშე.
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმპორტის და აქციზი გადასახადები, დღგ და მათი სწორი ადმინისტრირება. ავტომობილების იმპორტისას გადასახდელი აქციზი და დღგ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ჩვენ გეხმარებით ამ გადასახადების სწორად ადმინისტრირებასა და ჩათვლის/დაბრუნების უფლების მაქსიმალურ გამოყენებაში.
3. სწორი ფინანსური აღრიცხვა, როგორც დაფინანსების მიღების შესაძლებლობა
ბევრი მფლობელი ფიქრობს, რომ ბუღალტერია მხოლოდ „საგადასახადოსთვისაა“. სინამდვილეში, სწორი ფინანსური ანგარიშგება არის თქვენი კომპანიის სავიზიტო ბარათი ინვესტორებთან და ბანკებთან.
ბანკისთვის გამჭვირვალე ანგარიშგება, რომელიც მომზადებულია ფასს (IFRS) სტანდარტებით, ნიშნავს დაბალ რისკს და, შესაბამისად, სესხის აღების გამარტივებულ პროცედურასა და უკეთეს საპროცენტო განაკვეთს.
ხოლო გრანტების მისაღება და ინვესტორების დაინტერესებისათვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ინვესტორები ენდობიან მხოლოდ იმ ციფრებს, რომლებიც საიმედოა და ასახავს საწარმოს რეალურ ფინანსურ მდგომარეობას. სწორი აღრიცხვა ზრდის თქვენს სანდოობას და ხსნის გზას გლობალური კაპიტალისკენ.
4. ლიზინგის უხილავი გავლენა ბიზნესის ფინანსურ სურათზე
ავტობიზნესი ხშირად იყენებს ლიზინგს. მფლობელი ხედავს მხოლოდ ყოველთვიურ გადასახდელს, ბუღალტერი კი – დისკონტირებულ ვალდებულებას და ფინანსურ ხარჯს.
სალიზინგო გადასახდელების არასწორი აღრიცხვა ამახინჯებს კომპანიის ვალის მოცულობას, რაც ბანკებსა და კრედიტორებს უარყოფით სიგნალს უგზავნის.
ნუ მართავ ბიზნესს მხოლოდ ინტუიციით!
სწორი აღრიცხვა ნიშნავს ფინანსური სურათის სწორად წარმოჩენას, რაც პირდაპირ აისახება ბიზნესის ზრდის პოტენციალზე. კომპანია როვი გთავაზობთ ცოცხალ რეჟიმში აღრიცხვას, პროცესების სისტემატიზაციას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, რათა თქვენი ბიზნესი ყოველთვის მზად იყოს ახალი ზრდისთვის და განვითარებისთვის.
გსურთ, რომ თქვენმა რიცხვებმა დაფინანსების მოზიდვაში დაგეხმაროთ? გაიარეთ უფასო პირველადი კონსულტაცია ჩვენს ექსპერტებთან და ერთად ვაქციოთ თქვენი ბუღალტერია განვითარების ძრავად.
🌐 rovi.ge 📧 contact@rovi.ge 📞 (+995) 591 439 439 📞 (+995) 555 53 33 72
იცოდე შენი რიცხვები, მართე შენი მომავალი!