იფიქრე, როგორც ინვესტორმა: „სწორი ფინანსური აღრიცხვა, როგორც ინვესტიციის მიღების შესაძლებლობა და მოსალოდნელი ჯარიმებისგან დაცვის მექანიზმი“

რატომ არის ბუღალტერია და საერთაშორისო სტანდარტები თქვენი ბიზნესის წარმატების გასაღები?

თუ ფიქრობთ, რომ ბუღალტერია მხოლოდ ციფრები და მათი კალკულაციაა, ცდებით. ეს არის ხელოვნება, რომელიც ბიზნესის ხერხემალს ასახავს და მისი სიცოცხლისუნარიანობის უტყუარ ინდიკატორს წარმოადგენს. ამიტომაც, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფინანსური ინფორმაციის სწორად, ზუსტად და, რაც მთავარია, დროულად წარდგენას.

კანონის თანახმად, ყოველი ფინანსური წლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 1-ელი ოქტომბრისა, კომპანიებს ევალებათ საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს (SARAS) წარუდგინონ წლიური ფინანსური ანგარიშგება.

რატომ არის ეს თარიღი ასეთი კრიტიკული?

ანგარიშგების წარუდგენლობა ან არასწორად წარდგენა შესაბამის სანქციებსა და ჯარიმებს იწვევს. ჯარიმის ოდენობა პირდაპირ არის დამოკიდებული თქვენი კომპანიის ზომით კატეგორიაზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღრიცხვის სიზუსტის მნიშვნელობას.

ფინანსური აღრიცხვა არა მხოლოდ კანონის მოთხოვნაა, არამედ თქვენი ბიზნესის სტრატეგიული ინსტრუმენტიც. ის გაძლევთ შესაძლებლობას:

  • მიიღოთ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები.
  • გააანალიზოთ წარსული შედეგები და დაგეგმოთ მომავალი.
  • მოიზიდოთ ინვესტიციები და დაფინანსება.
  • დაიცვათ კომპანია ფინანსური თუ საგადასახადო რისკებისგან.

რა განასხვავებს ფინანსურ აღრიცხვას ჩვეულებრივი აღრიცხვისგან?

ფინანსური აღრიცხვის ამოსავალი წერტილი საერთაშორისო სტანდარტებია. ამ სტანდარტების (IFRS, IFRS for SMEs და ა.შ.) გამოყენება უზრუნველყოფს, რომ თქვენი ფინანსური ინფორმაცია იყოს გამჭვირვალე და საერთაშორისო ბაზარზეც შესადარისი. ეს კი თქვენს ბიზნესს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

ბუღალტერია მოიცავს კომპანიის რესურსებს (აქტივები), ამ რესურსების წყაროებს (ვალდებულებები და კაპიტალი) და სამეურნეო მოვლენებს (შემოსავალი და ხარჯი). ამ ელემენტების სწორი ასახვა აუცილებელია სრულყოფილი ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად.

რას მოიცავს და რას ასახავს ფინანსური ანგარიშგების 5 კომპონენტი:

  1. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ბალანსი): წარმოაჩენს კომპანიის აქტივებს, ვალდებულებებსა და კაპიტალს. ეს ინფორმაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეაფასოს კომპანიის ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და რისკები.
  2. სრული შემოსავლების ანგარიშგება: ასახავს კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს, რაც კომპანიის მომგებიანობის ანალიზის საშუალებას იძლევა.
  3. კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება: აღწერს საწესდებო კაპიტალის, გაუნაწილებელი მოგების/ზარალისა და სხვა რეზერვების ცვლილებას.
  4. ფულადი ნაკადების ანგარიშგება: გვიჩვენებს, თუ როგორ განკარგავს კომპანია მის ხელთ არსებულ ფულად ნაკადებს (საოპერაციო, საინვესტიციო, საფინანსო).
  5. განმარტებითი შენიშვნები: ყველაზე ვრცელი ანგარიშგება, სადაც დეტალურად არის აღწერილი კომპანიის საქმიანობა, გამოყენებული სტანდარტები და დაშვებები.

ჯარიმები და სანქციებირას უნდა ველოდოთ?

კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ჯარიმებს იწვევს. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია კომპანიის კატეგორიაზე:

  • მეოთხე კატეგორიის საწარმო: 500 ლარი.
  • მესამე კატეგორიის საწარმო: 1,000 ლარი.
  • მეორე კატეგორიის საწარმო: 5,000 ლარი.
  • პირველი კატეგორიის საწარმო და სდპ: 10,000 ლარი.

თუ კომპანია დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს დარღვევას, ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება. ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდში ანგარიშგების წარუდგენლობა კი ჯარიმის ხუთმაგ ოდენობამდე იზრდება.

სწორი ნაბიჯები წარმატებისკენ

ფინანსური ანგარიშგების სწორად წარდგენა მოითხოვს არა მხოლოდ დედლაინების დაცვას, არამედ საერთაშორისო სტანდარტების, ასევე, კანონის სიღრმისეულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას. თუ თქვენი კომპანია არ არის მზად ამ გამოწვევისთვის, მოგვანდეთ ეს პროცესი ჩვენ.

ჩვენი გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ ყველა საჭირო ანგარიშგების მომზადებაში, დარღვევების აღმოფხვრასა და ჯარიმების თავიდან არიდებაში. ჩვენი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება თქვენი ბიზნესის ფინანსურ წარმატებას უზრუნველყოფს.

როგორც რობერტ კიოსაკი ამბობს – ფინანსური ინტელექტი უბრალოდ მეტი შესაძლებლობის ქონაა, გზების მოძიება, რომ შექმნა შესაძლებლობები ან შეცვალო სიტუაციები შენს სასარგებლოდ.

დაგვიკავშირდით დღესვე და გადადგით სწორი ნაბიჯი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის!

Share:

Also interesting