რატომ კარგავენ მილიონებს წარმატებული კომპანიები იქ, სადაც ყველაფერი „რიგზე“ ჰგონდათ?

ბიზნესის კეთება მაღალი რისკის თამაშია, სადაც დამფუძნებელთა უმეტესობა მთელ ენერგიას გაყიდვებზე, პროდუქტის განვითარებასა და გუნდის ზრდაზე ხარჯავს. ეს ლოგიკურიცაა – ზრდა კომპანიის საძირკველია. თუმცა, რას აკეთებთ მაშინ, როცა საძირკველში უხილავი ბზარები ჩნდება?

ილუზია სახელწოდებით „ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია“

ტრადიციული ბუღალტერია ხშირად მუშაობს პრინციპით: „რა მოხდა გუშინ?“ ის აფიქსირებს წარსულ ტრანზაქციებს, ამზადებს და გზავნის დეკლარაციებს და თითქოს ყველაფერი კანონიერია. მაგრამ ეს არ არის შიდა კონტროლი. შიდა კონტროლი პასუხობს კითხვას: „რა გველოდება ხვალ და რა რისკების წინაშე ვდგავართ ახლა?“

დაზღვევა, როგორც შიდა კონტროლის უმაღლესი ფორმა

ბევრი მეწარმე დაზღვევას უყურებს მხოლოდ როგორც სავალდებულო ხარჯს ან უბრალოდ ფარატინა ფურცელს. რეალურად კი, პროფესიული დაზღვევა და შიდა კონტროლის სისტემა ერთიანი ორგანიზმის ორი განუყოფელი ნაწილია:

  • პროაქტიული რისკების აუდიტი: სადაზღვევო მექანიზმები და შიდა აუდიტი ამოწმებენ პროცესებს იქამდე, სანამ შეცდომა კატასტროფაში გადაიზრდება.
  • ოპერაციული დისციპლინა: მკაცრი შიდა პროტოკოლები ამცირებს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ შეცდომებსა და ჯარიმების რისკს 95%-ით.
1,000,000 ლარიანი სიმშვიდის ფასი: რატომ გჭირდებათ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა?

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ადამიანური შეცდომის, ტექნიკური ხარვეზის ან საგადასახადო ინტერპრეტაციის გამო კომპანიას მძიმე ფინანსური ზიანი ადგება. ბიზნესისთვის, რომელიც ზრდაზეა ორიენტირებული, 5-ციფრიანმა ჯარიმამ შესაძლოა წლების ნაშრომი წყალში ჩაყაროს.

სწორედ ამიტომ, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა (როგორიცაა როვის 1,000,000 ლარიანი დაფარვა) არ არის უბრალოდ „ბონუსი“ – ეს არის თქვენი ფინანსური არქიტექტურის საბოლოო, მყარი კედელი, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ხარვეზი კომპანიის ზრდას ვერ შეაჩერებს.

არ გადადო მშვიდი ძილი ხვალისთვის

ბიზნესში ყველაზე ძვირად ღირებული რამ დრო და სიმშვიდეა. როცა შენი ფინანსები დაცულია არა მხოლოდ ციფრებით, არამედ მრავალდონიანი შიდა კონტროლითა და სადაზღვევო ფარით, შეგიძლია მთელი ყურადღება ბიზნესის მასშტაბირებაზე გადაიტანო.

გჭირდება სრული ფინანსური წესრიგი და დაცულობა? დაგვიკავშირდი

  • გადადით ბმულზე და ჩანიშნეთ უფასო საწყისი კონსულტაცია „როვის“ ექსპერტებთან: კალენდრის ბმული
  • ან პირდაპირ დაგვიკავშირდით და ერთად განვიხილოთ თქვენი ბიზნესის შესაძლებლობები:
    •  ტელეფონი: (+995) 591 439 439 ან (+995) 555 53 33 72
    •  ელ-ფოსტა: contact@rovi.ge

იცოდე შენი რიცხვები, მართე ბიზნესი ციფრებით და მიაღწიე წარმატებას „როვისთან“ ერთად!

Share:

Also interesting