ინფორმაცია რომელიც გაქვთ და ინფორმაცია, რომელიც გჭირდებათ 

ბუღალტერია გიჩვენებთ, რაც გაქვთ. აუდიტი გეუბნებათ, რაც გჭირდებათ

ბევრ კომპანიაში ფინანსურ მართვაზე საუბარი ერთი კითხვით მთავრდება: „ბუღალტერია ხომ გვაქვს?“ პასუხი დადებითია, დეკლარაციები იგზავნება, ანგარიშები დახურულია, ბალანსი „ჯდება“. ამიტომ თითქოს ყველაფერი რიგზეა.

მაგრამ „რიგზეა“ და „სწორია“ ერთი და იგივე არ არის. ეს განსხვავება ხშირად კომპანიებს მილიონებად უჯდებათ.

ორი განსხვავებული კითხვა

ბუღალტერია პასუხობს კითხვას: „რა გვაქვს?“ ის აფიქსირებს ტრანზაქციებს, აფასებს აქტივებსა და ვალდებულებებს, აჯამებს შედეგებს და გაძლევთ ინფორმაციას, რომელიც უკვე გაქვთ.

აუდიტი და შიდა კონტროლი კი პასუხობს სრულად სხვა კითხვას: „რა გვჭირდება იმისთვის, რომ ამ ინფორმაციას ვენდოთ და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ?“ ის ამოწმებს, რამდენად სრული, ზუსტი და დასაბუთებულია ის, რაც ბუღალტერიამ აღრიცხა, და აჩვენებს, რა აკლია სურათს.

თუ მხოლოდ პირველს ეყრდნობით, ხედავთ იმას, რაც ჩაიწერა. იმას კი ვერ ხედავთ, რაც საერთოდ არ აისახა, არასწორად აისახა ან ისეთ დოკუმენტზეა დაფუძნებული, რომელიც პრობლემის შემთხვევაში ვერაფრით დაგიცავთ.

ერთის იმედად მეორეს უგულებელყოფა არ შეიძლება

ამ ორ ფუნქციას ერთმანეთის ჩანაცვლება არ შეუძლია, რადგან ეს ორი ფუნქცია ერთმანეთს ავსებს. 

  • ბუღალტერია აუდიტის გარეშე ნიშნავს, რომ ციფრები გაქვთ, მაგრამ დარწმუნებული ვერ ხართ, რომ სწორია. შეცდომა შეიძლება თვეების განმავლობაში ტრიალებდეს და ანგარიშიდან ანგარიშზე გადადიოდეს, სანამ საგადასახადო შემოწმება ან ინვესტორის კითხვა მას სააშკარაოზე არ გამოიტანს.
  • აუდიტი ბუღალტერიის გარეშე ნიშნავს, რომ მოწმდება ის, რაც სათანადოდ არ არის აღრიცხული. დაუსრულებელი, არასრული ან დაგვიანებული ჩანაწერები გადამოწმებას გაუგებარს ხდის და ხარვეზების პოვნა ძვირი ჯდება.
  • ორივე ერთად კი ქმნის ციკლს: ბუღალტერია აღრიცხავს, კონტროლი ამოწმებს, ხარვეზები სწორდება და მომდევნო პერიოდში პროცესი უკეთ მუშაობს.
სად იმალება „რიგზე“ ყოფნის ილუზია?

წარმატებული კომპანიები ყველაზე ხშირად ამ ადგილებში აღმოაჩენენ ხოლმე უსიამოვნო სიურპრიზს:

  • დოკუმენტაცია: ტრანზაქცია ასახულია, მაგრამ სათანადო პირველადი დოკუმენტი არ არსებობს ან არასწორადაა გაფორმებული.
  • საგადასახადო ინტერპრეტაცია: ერთი და იგივე ოპერაცია განსხვავებულად შეიძლება აღიქვას კომპანიამ და საგადასახადო ორგანომ.
  • პასუხისმგებლობის გადანაწილება: არავინ იცის, ვინ ამოწმებს და ვინ ადასტურებს კონკრეტულ პროცესს.
  • ძველი ჩანაწერები: გადაუჭრელი ნაშთები, დაუხურავი ანგარიშები და ისეთი ხარჯები, რომლებსაც ბიზნეს-დანიშნულება ვერ დაუდასტურდება.
  • დაგვიანებული ინფორმაცია: ანგარიში მზადაა, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად უკვე გვიანია.

თითოეული მათგანი ცალკე შეიძლება წვრილმანი ჩანდეს, მაგრამ ერთად ისინი ქმნიან რისკს, რომელიც ზრდასთან ერთად მხოლოდ იზრდება.

რა ინფორმაცია გაქვთ და რა გჭირდებათ?

მარტივი შემოწმებისთვის დაუსვით საკუთარ თავს ორი სახის კითხვა.

რაც გაქვთ (ბუღალტერია):

  • რამდენი შემოსავალი და ხარჯი გვაქვს ამ თვეში?
  • რა მდგომარეობაა ანგარიშებზე, მოთხოვნებსა და ვალდებულებებში?
  • დროულად არის თუ არა წარდგენილი ყველა დეკლარაცია?

რაც გჭირდებათ (აუდიტი და შიდა კონტროლი):

  • შეგვიძლია თუ არა დავამტკიცოთ ყოველი ციფრი დოკუმენტით?
  • სად შეიძლება გვქონდეს შეცდომა, რომელიც ჯერ არ დაგვინახავს?
  • რომელი პროცესი ეყრდნობა ერთ ადამიანს და არავინ ამოწმებს?

თუ პირველ ჯგუფს მარტივად პასუხობთ, ხოლო მეორეზე პაუზა გიჩნდებათ, სწორედ იქ არის თქვენი რისკი.

როდესაც კონტროლიც გვერდით გიდგას და დაზღვევაც

შიდა კონტროლი ამცირებს შეცდომის ალბათობას, მაგრამ მას ვერავინ გააქრობს მთლიანად. ადამიანური ფაქტორი, ტექნიკური ხარვეზი ან საგადასახადო ინტერპრეტაციის სხვაობა ნებისმიერ კომპანიას შეიძლება შეემთხვეს.

სწორედ ამიტომ აქვს მნიშვნელობა მრავალდონიან მიდგომას: ბუღალტერია აღრიცხავს, შიდა კონტროლი ამოწმებს, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა კი იცავს იმ რისკისგან, რომლის თავიდან აცილებაც ვერ მოხერხდა. როვის შემთხვევაში ეს დაფარვა 1,000,000 ლარამდეა და ბიზნესს აძლევს დამატებით ფინანსურ ფარს.

არ დაელოდოთ შემოწმებას, რომ გაიგოთ, რა გაკლიათ

ყველაზე ძვირი ის შეცდომაა, რომელსაც გვიან ამჩნევთ. თუ ბუღალტერიას უყურებთ, როგორც დასრულებულ პასუხს, და არა როგორც ჯაჭვის პირველ რგოლს, თქვენი ფინანსური სურათი ვერასდროს იქნება სრული. იცოდეთ, რა გაქვთ, და ისიც, რა გჭირდებათ.

გსურთ გაიგოთ, რამდენად ძლიერია თქვენი ფინანსური საძირკველი? დაგვიკავშირდით

  • ჩანიშნეთ უფასო საწყისი კონსულტაცია „როვის“ ექსპერტებთან: კალენდრის ბმული
  • ან დაგვირეკეთ: (+995) 591 439 439 / (+995) 555 53 33 72
  • ელ-ფოსტა: contact@rovi.ge

იცოდე შენი რიცხვები, მართე ბიზნესი ციფრებით და მიაღწიე წარმატებას „როვისთან“ ერთად!

Share:

Also interesting